Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
    ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
    დეკანის ბრძანება


    N14/29 – 01
    27.11.2018
    ქ. თბილისი

    სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების (რექტორის ბრძანება N270/01-01, 01.11.2018) სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატის შექმნის შესახებ

    „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118/2014 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ დანართი N1-ის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე

    ვბრძანებ:
    1.    შეიქმნას სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების (რექტორის ბრძანება N270/01-01, 01.11.2018) სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატი შემდეგი შემადგენლობით:
    ა) ეთერ გიგაური - კანცელარიის უფროსი, აპარატის უფროსი;
    ბ) სოფიო ოდიშარია - კანცელარიის უფროსი სპეციალისტი, აპარატის წევრი;
    გ) ლალი ჩიკვილაძე - სამეცნიერი კვლევებისა და განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი, აპარატის წევრი.
    2.    დაევალოს საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატს 2018 წლის 3 დეკემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით 9:30-დან 18:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა) საკონკურსო საბუთების მიღება. მისამართი: ქ.თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N2, თსუ X კორპუსი, IV სართული, ოთახი N403.
    3.    წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
    4.    ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


    ფაკულტეტის დეკანი,     პროფესორი  გიორგი ღაღანიძე