Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ ივანე ჯავახიშვილის საფლავი გვირგვინით შეამკო

    ჯაბა სამუშიამ ივანე ჯავახიშვილის საფლავი გვირგვინით შეამკო

     

    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ, სტუდენტებმა,
    პროფესორებმა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უნივერსიტეტის
    დამფუძნებლის ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 148 წლისთავთან დაკავშირებით
    მისი საფლავი გვირგვინით შეამკეს.
    „ივანე ჯავახიშვილმა უდიდესი როლი შეასრულა ქართული სახელმწიფოს, ქართული
    მეცნიერების ფორმირებაში. წლების წინ მქონდა ბედნიერება მემუშავა ივანე
    ჯავახიშვილის ენციკლოპედიაზე და შემესწავლა მისი არქივი. მიუხედავად იმისა, რომ
    ბევრი რამ ვიცოდით ამ საოცარი ადამიანის ბიოგრაფიიდან, მისი სამეცნიერო ღვაწლის
    გარდა, დავინახეთ მისი პიროვნული ღირებულებები. ჩვენ, უნივერსიტეტელები
    ბედნიერები ვართ, რომ ვაგრძელებთ მის დაწყებულ საქმეს და ვემსახურებით
    მეცნიერებას“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
    ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 148-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების
    ფარგლებში, თსუ-ში, ასევე, გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია და  „წიგნის
    საუნივერსიტეტო ფესტივალი“.