Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაცია ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, 2025 წლის 23 იანვარს, გაიმართა საუნივერსიტეტო, მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაცია, შემდეგი პროგრამის მიხედვით:
    1. „ცირკულარული ეკონომიკის განვითარების არსებული რეალობა და გამოწვევები საქართველოში“, ხელმძღვანელი: მაკროეკონომიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი ნაზირა კაკულია.
    2. „ინოვაციური ბიზნესის ინსტიტუციური მექანიზმების სრულყოფა საქართველოში“ - ხელმძღვანელი: საერთაშორისო ბიზნესის კათედრის პროფესორი თემურ შენგელია. მომხსენებლები: ასოცირებული პროფესორი უშანგი სამადაშვილი და დოქტორანტი ნინო ადამია.
    3. „წყალბადის ენერგეტიკის განვითარების ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების პერსპექტივები საქართველოში“- ხელმძღვანელი: ეკონომიკური პოლიტიკის კათედრის პროფესორი რევაზ გველესიანი. მომხსენებელი ასოცირებული პროფესორი გულნაზ ერქომაიშვილი.
    4. „საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ფონზე“, - ხელმძღვანელი: ეკონომიკური თეორიებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების კათედრის ასოცირებული პროფესორი შოთა ვეშაპიძე.
    5. „საქართველოს საგარეო სავაჭრო პოტენციალის კვლევა ევროკავშირის ქვეყნებთან კანდიდატის სტატუსის კონტექსტით“, ხელმძღვანელი: საერთაშორისო ბიზნესის ასოცირებული პროფესორი შოთა შაბურიშვილი, მომხსენებელი ასოცირებული პროფესორი დავით სიხარულიძე.
    6. „ჯანდაცვის სისტემაში დასაქმებული პერსონალის შრომითი კმაყოფილების ზეგავლენა პაციენტების სამედიცინო მომსახურების კმაყოფილების ხარისხზე (ავერსის კლინიკების მაგალითზე)“, ხელმძღვანელი: გლობალურ გარემოში მენეჯმენტის კათედრის ასოცირებული პროფესორი ნინო ფარესაშვილი, მომხსენებელი დოქტორანტი ქეთევან გოგნაძე.