geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შეხვედრა სასტუმრო ibis Styles Old Tbilisi-ის გენერალურ მენეჯერთან

15 ოქტომბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის სკოლას ეწვია სასტუმრო ibis Styles Old Tbilisi-ის გენერალური მენეჯერი, ქალბატონი ქეთევან ლორთქიფანიძე.

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა მერაბ ხოხობაიამ, სტუმარს ტურიზმის სკოლის ახალი ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საჯარო ლექცია, რომლის დროსაც ქეთევან ლორთქიფანიძემ სტუდენტებს სასტუმროს საქმიანობის სპეციფიკა და პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარა. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა და სტუდენტების დიდი ინტერესი გამოიწვია.

აღნიშნული შეხვედრა გაიმართა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მიმდინარე პროექტის — „შეხვდი ინდუსტრიის ლიდერებს“ — ფარგლებში. პროექტის მიზანია სტუდენტებისა და საჯარო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლების დაახლოება, პროფესიული გამოცდილების გაზიარება და პრაქტიკულ საკითხებზე დისკუსიის ხელშეწყობა. მსგავსი შეხვედრები სტუდენტებს ეხმარება თეორიული ცოდნის პრაქტიკასთან დაკავშირებაში, პროფესიული უნარების განვითარებასა და კარიერული შესაძლებლობების უკეთ გააზრებაში.

პროექტი ხორციელდება საქართველოს ტურიზმის ასოციაციის (Georgian Tourism Association — GTA) მხარდაჭერით.