Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon
    Date 2024-09-09
    Beginning 10:00 HR
    Address თსუ, უნივერსიტეტების კონსორციუმი

     

    ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის (GGSB) წევრები გერმანიიდან: (იულიხის კველევითი ცენტრი (FZJ), დარმშტადტის მძიმე იონების ჰელმოლც ცენტრი (GSI), დრეზდენ-როსენდორფის ჰელმოლც ცენტრი (HZDR), და საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტების კონსორციუმი: (საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი (AUG), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ISU), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (GTU), ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (TSU)) – ერთობლივად გამართავენ  მე - 10 ქართულ-გერმანულ სკოლა-სემინარს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (GGSWBS 2024) 2024 წლის 9-13 სექტემბრის ჩათვლით.

     

    საიუბილეო ღონისძიებებს უმასპინძლებენ ქ. თბილისში (9-10 სექტემბერი) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, და ქ. ქუთაისში (11-13 სექტემბერი) ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

     

    ღონისძიება - „GGSB-ს პირველი 20 წელი და მისი SMART|Lab-ების მიღწევები“ ეძღვნება  GGSB-ს 20 წლის იუბილეს. ერთკვირიანი Science Fest-ის ფარგლებში  შეჯამდება მეცნიერების, განათლების, პერსონალური და კულტურული გაცვლითი პროგრამების  მიღწევები ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში.

     

    მეცნიერების ფესტივალი მოიცავს ორ ნაწილს: (i) GGSB-ის სტატუსი და მომავლის ხედვა: თანამშრომლობის ისტორია და ძირითადი მიღწევები წარმოდგენილი იქნება თსუ-ში და სტუ-ში, სამომავლო გეგმებისა და სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრასთან ერთად. (ii) სამეცნიერო სემინარი გაიმართება ქუთაისში (ქსუ). ქართველი სტუდენტები და მოწვეული უცხოელი ექსპერტები წარმოადგენენ GGSB-ის ფარგლებში მიღწეული ერთობლივი კვლევის შედეგებს და წაიკითხავენ მოხსენებებს, ლექციების კურსს ისეთ აქტუალურ თემებზე როგორიცაა -   ადრონული თერაპია, სამედიცინო გამოსახულებათა ვიზუალიზაცია, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების აპლიკაციები მეცნიერებაში და ა.შ. 

     

    ღონისძიების პროგრამა იხილეთ ვებგევრდზე:

    https://collaborations.fz-juelich.de/ikp/cgswhp/cgswhp24/

    Related events