Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) წევრთა არჩევნების დანიშვნის შესახებ

    აკადემიური საბჭოს დადგენილებით (#100/2022 - 31/10/2022)  2022 წლის 28 ნოემბერს დანიშნულია წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) წევრთა არჩევნები.

     

    ვაკანტური ადგილები ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტისთვის:

     

    აკადემიური პერსონალი - 6 წევრი; სტუდენტი - 4 წევრი.

     

    წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია- 2022 წლის 9 ნოემბრიდან 17 ნოემბრის (7 სამუშაო დღე) ჩათვლით.

     

    კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში,

     შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1, უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, ოთახი №114.