Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    ნეირობიოლოგიის აქტუალური საკითხები-2024

    2024 წლის 20 დეკემბერს  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრის ინიციატივით, ბიოლოგიის დეპარტამენტისა და ფაკულტეტის ადმინისტრაციის თანადგომით დილის 11:00 საათზე გაიხსნება მე-12 სამეცნიერო კონფერენცია  „ნეირობიოლოგიის აქტუალური საკითხები-2024“.

    კონფერენციის თემაა:   „ქალი -  მეცნიერი, პედაგოგი, დედა“ 

    კონფერენციის მიზანია წარმოაჩინოს ქალ მეცნიერთა როლი ნეირობიოლოგიური კვლევების განვითარებაში. კონფერენციაზე ასევე შეფასდება ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრის სამეცნიერო აქტივობა, გაიმართება დებატები ნეირომეცნიერების აქტუალურ საკითხებზე. თანამედროვე ექსპერიმენტული  კვლევებით მიღებული მონაცემების პარალელურად, კონფერენციაზე საგანმანათლებლო სკოლების უფროსკლასელთა მიერ წარმოდგენილი იქნება თეორიული მოხსენებები ნეირობიოლოგიის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.
     
    მისამართი: უნივერსიტეტის ქ.13, თსუ 11 კორპუსი.  აუდიტორია 421