მიღება თსუ იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე
2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე - https://www.tsu.ge/ka/legalakad/46556
კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები
თსუ-ს მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს. მიღების წინაპირობები განსაზღვრულია შესაბამისი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამით (ინფორმაცია მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების თაობაზე იხილეთ შესაბამისი ფაკულტეტის ვებგვერდზე).
2023-2024 სასწავლო წლისათვის მაგისტრატურაში მიღების ვადები:
- ა) მაგისტრანტობის კანდიდატთა დოკუმენტაციის მიღება (რეგისტრაცია) – 21-30 აგვისტო;
- ბ) გამოცდა ქართულ ენაში (მოეთხოვება მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელსაც ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და მისი მშობლიური ენა არ არის ქართული) - 4 სექტემბერი;
- გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 4 სექტემბერი;
- დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 5 სექტემბერი;
- ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 6 სექტემბერი;
- ვ) გამოცდა უცხო ენაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდის ჩაბარება) უცხო ენის გამოცდისაგან გათავისუფლება ხდება შემდეგი სერთიფიკატებით: IELTS (2 წლიანი ვადით - შეფასება არანაკლებ 5,5 ქულისა), TOEFL (2 წლიანი ვადით- შეფასება არანაკლებ 81 ქულისა), FCE (უვადო, არანაკლებ C შეფასებისა); – 5 სექტემბერი;
- ზ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 9 სექტემბერი;
- თ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 11 სექტემბერი;
- ი) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 12 სექტემბერი;
- კ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 13-14 სექტემბერი;
- ლ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 15 სექტემბერი;
- მ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გასაჩივრება – 18 სექტემბერი;
- ნ) აპელაციის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 19 სექტემბერი;
- ო) გამოცდა სპეციალობაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ ზეპირი კომპონენტის ჩაბარება) – 18 სექტემბერი;
- პ) ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან - 20-22 სექტემბერი;
- ჟ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის მაგისტრანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 25 სექტემბერი.
მისაღებ კომისიებში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
- ა) განცხადება თსუ რექტორის სახელზე;
- ბ) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
- გ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2023 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);
- დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
- ე) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ვ) ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ზ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- თ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
- ი) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა
საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონულად, ასევე, მატერიალური სახით წარმოდგენა შეგიძლიათ თსუ II კორპუსი, 111-ე ოთახი [თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ.№3]; 10:00სთ-დან 17:00სთ-მდე.
დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია:
- ელექტრონულად - 21 აგვისტოდან 30 აგვისტოს 23:59 საათამდე;
- მატერიალურად [ადგილზე] - 21 აგვისტოდან 30 აგვისტოს 17:00 საათამდე.
2023-2024 წლის სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები გამოცდის ფორმატი
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ.: (+99532) 2250484 [შიდა ნომერი: 2237 ან 2230]