იურიდიული ფაკულტეტი 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში აცხადებს გარე მობილობას:
- სამართლის საბაკალავრო პროგრამა - 100 ვაკანტური ადგილი;
- საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო პროგრამა - 10 ვაკანტური ადგილი (სავალდებულოა ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა);
- საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამა - 5 ვაკანტური ადგილი (სავალდებულოა ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა);
სტუდენტები, რომლებიც სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონული პორტალის საშუალებით https://emis.ge/news/2156/ ოიპოვებენ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადმოსვლის უფლება, მომართავენ უნივერსიტეტს რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადებში (ბრძ: №175/01-01, 31.07.2023)
თსუ–ის რექტორის 31.07.2023 წლის N175/01-01 ბრძანების თანახმად განისაზღვრა 2023-20234 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ვადები:
ა) პროცედურული ვადები:
ა.ა) დოკუმენტაციის მიღება – 11 – 13 სექტემბერი; განისაზღვროს წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული):
ა) განცხადება;
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი;
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;
ვ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;
ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ი) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატის /შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის-„CERTUS”-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ა.ბ) უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება – 14 - 15 სექტემბერი;
ა.გ) სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და წერილობითი განცხადებით დადასტურება (თანხმობა/უარი) – 18 სექტემბერი;
იხილეთ: https://www.tsu.ge/ka/legal/47740
(დამოწმებული დოკუმენტაციის მიღება წარმოებს შემდეგ მისამართზე: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №3, თსუ II კორპუსი, ოთახი №111 (იუროდიული ფაკულტეტის კანცელარია)
გისურვებთ წარმატებებს