Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია – ნიკოლოზ ბარათაშვილი 175

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ახალი ქართული ლიტერატურის კათედრა 28 დეკემბერს გამართავს ნიკოლოზ ბარათაშვილის გარდაცვალებიდან 175 წლისთავისადმი მიძღვნილ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციას.

    კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა თეზისები 2020 წლის 15 დეკემბრამდე უნდა გააგზავნონ  შემდეგ მისამართზე: tamar.sharabidze@tsu.ge

    კონფერენციის რეგლამენტი:
    მოხსენება – 12 წუთი,
    მსჯელობა – 3 წუთი.

    კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: მოხსენება.

    კონფერენცია გაიმართება ზუმის პლატფორმაზე.


    თეზისების გაფორმების წესი:  
    მომხსენებლის სახელი, გვარი;

    ფაკულტეტი, სწავლების საფეხური.

    მისამართი, ტელეფონი (მობილური), ელექტრონული ფოსტის მისამართი;
    მოხსენების სათაური;
    ფონტი: sylfaen
    ფონტის ზომა: 12
    ინტერვალი: 1,5
    მოცულობა: მაქსიმუმ 100 სიტყვა

    ხელმძღვანელის სახელი, გვარი, აკადემიური პოზიცია.

    გამოიცემა კონფერენციის პროგრამა და მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
    კონფერენციის სამუშაო ენა - ქართული.

    საკონტაქტო პირი:  ასოც. პროფესორი თამარ შარაბიძე