Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება ფაკულტეტზე „მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების“ განხორციელების შესახებ

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2022 წლის ბიუჯეტის მუხლი - 2.2-ის საფუძველზე ვბრძანებ:

    1. ჩატარდეს „მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების“ კონკურსი;

    2. „მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების“ განსახორციელებლად ფაკულტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოს 50 000 ლარი;

    3. კონკურსის პირობები:

    3.1. პროექტის თემატიკა უნდა შეესაბამებოდეს ფაკულტეტის  ძირითად  სასწავლო მიმართულებებს;

    3.2. პროექტში მონაწილეობა შეუძლია  მხოლოდ ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტს;

    3.3. სავალდებულოა პროექტში სხვადასხვა საგანმანათლებლო საფეხურის არანაკლებ 3 აქტიური სტატუსის სტუდენტის ჩართვა; ბაკალავრიატის სტუდენტის რეიტინგი უნდა იყოს არანაკლებ 3,0 GPA-სა და დაგროვილი უნდა ჰქონდეს 90 კრედიტი მაინც;

    3.4. პროექტის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 15 000 ლარს;

    4. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საპროექტო წინადადება უნდა წარმოადგინონ თანდართული მოთხოვნის მიხედვით (იხ. დანართი და შესავსები ბიუჯეტის ფორმა

    5. საკონკურსო პროექტების ბმულზე ატვირთვის ვადა:  1 მარტი, 13:00 სთ;

    6. გამარჯვებული პროექტები გამოცხადდეს 14 მარტს;

    7. პროექტის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 8 თვე (2022 წლის 1 აპრილიდან -30 ნოემბრამდე);

    8. პროექტის   მონაწილეთა ანაზღაურება განხორციელდეს ეტაპობრივად, პროექტის ხელმძღვანელის მიერ პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს წარდგენის შემდგომ;

    9. დაფინანსებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის მართვას ახორციელებს პროექტის ხელმძღვანელი, რომელიც ასევე პასუხისმგებელია  საბიუჯეტო თანხების მიზნობრივ ხარჯვაზე;

    10. პროექტის დასრულებიდან 10 თვის განმავლობაში პროექტის ხელმძღვანელმა უნდა უზრუნველყოს საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალში სამეცნიერო პუბლიკაციის წარდგენა;

    11. პროექტების შერჩევას, გამარჯვებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მიმდინარეობისა და შედეგების მონიტორინგს ახორციელებს საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

    1. თეონა მატარაძე - კომისიის   თავმჯდომარე,   ასოცირებული    პროფესორი, დეკანის მოადგილე;

    2. გიორგი გოგსაძე - პროფესორი,კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება;

    3. ხათუნა მაისაშვილი -  კომისიის მდივანი,  ასოცირებული პროფესორი, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება;

    4.  ლია წულაძე - პროფესორი,  სოციოლოგიისა  და  სოციალური  მუშაობის მიმართულების ხელმძღვანელი;

    5.  დავით მაცაბერიძე - პროფესორი,   საერთაშორისო     ურთიერთობების მიმართულება;

    6. თამარ ქარაია - ასოცირებული პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება;

    7.   თეა ვახანია -  ფაკულტეტის ფინანსური კონსულტანტი.

         12.  სამეცნიერო - კვლევითი პროექტები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

    საკვლევი თემის აქტუალურობა და აკადემიური ლიტერატურის მიმოხილვა - 20 %

    სამეცნიერო-კვლევითი  პროექტის სამეცნიერო ღირებულება,  ინოვაციურობა და გავრცელება- 20 %

    კვლევის მეთოდოლოგია - 20 %

    ბიუჯეტი-20%

    აქტივობები,  მათი  განმახორციელებელი  პერსონალის კომპეტენციის გათვალისწინებით - 20%

    13. ფაკულტეტის დეკანის სამდივნომ უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა და თვალსაჩინო ადგილზე განთავსება;

    14. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.