Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს!

    ცხადდება კონკურსი 
    2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროგრამის ფარგლებში
    „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს”
    (თსუ -ის რექტორის  2020 წლის 9 დეკემბრის  #242/01-01 ბრძანება)  
      
    კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს  II - VIII  სემესტრის სტუდენტს, რომელსაც 2019 - 2020 სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრში დარეგისტრირებულ საგნებში დაგროვებული აქვს არანაკლებ  30 კრედიტისა.


    შერჩევის პროცესში მონაწილეობის  მისაღებად კანდიდატმა ელექტრონულ ფორმატში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:  
    1.    განცხადება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის სახელზე  (განაცხადის ფორმა იხილეთ დანართის სახით);
    2.    პირადობის მოწმობის ასლი;
    3.    საბანკო ანგარიშის ნომრის  ამონაწერი  „საქართველოს ბანკიდან“; 
    4.    2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (2020 წლის 3 თებერვლიდან 2020 წლის 6 აგვისტოს ჩათვლით) გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის/ ნაშრომების ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. სამეცნიერო კრებულის, ან ჟურნალის სახელწოდება, თავფურცელი, სარჩევი, ლინკი, გამოქვეყნების თარიღი, ადგილი. 
    5.  2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (2020 წლის 3 თებერვლიდან 2020 წლის 6 აგვისტოს ჩათვლით) სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები (დათარიღებული სერტიფიკატი, პროგრამა ან ცნობა), ასეთის არსებობის შემთხვევაში. თუ წარმოდგენილი დოკუმენტით არ დგინდება სამეცნიერო სტუდენტური კონფერენციის ჩატარების ზუსტი თარიღი, შერჩევის პროცესში დოკუმენტი არ იქნება მხედველობაში მიღებული); 


    შენიშვნა: გაზაფხულის სემესტრის აკადემიური მოსწრების ფურცლისა და ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული საფაკულტეტო და საუნივერსიტეტო კონფერენციებში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტებს მოიძიებს თავად საფაკულტეტო კომისია.

     

    საბუთები მიიღება ელექტრონულ ფორმატში 10 დეკემბრიდან – 14 დეკემბრის დილის 10:00 საათამდე,  მისამართზე: social@tsu.ge 

     

    პირველადი  შედეგები გამოქვეყნდება 16 დეკემბერს 12:00 სთ


    აპელაცია :  16 დეკემბერს 15:00 სთ-მდე  social@tsu.ge


    საბოლოო შედეგები გამოცხადდება  16 დეკემბერს 18:00 საათზე


    გისურვებთ  წარმატებებს !