Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    ცხადდება კონკურის დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიის მისაღებად

    გამოცხადდა კონკურსი დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა (პოლიტიკის მეცნიერების დარგში)  და ჟიული შარტავას სახელობის (გარდა პოლიტიკის მეცნიერებათა დარგში) სტიპენდიის მისაღებად თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე  განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებით გამორჩეული სტუდენტისთვის (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა). კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

    •  პროფესორის 1 რეკომენდაცია;
    • პირადობის მოწმობის ასლი;
    • სტუდენტის სასწავლო ბარათი;
    • სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნების და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია 
    • სიგელები;
    •  სერტიფიკატები არსებობის შემთხვევაში;
    • ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობის შესახებ

    საბუთები მიიღება 2023 წლის 3 აპრილიდან 2023 წლის 18 აპრილამდე

     

     თსუ, მეექვსე კორპუსი, 207-ე ოთახი.

     

    ბრძანების სრული ტექსტი  იხ. ბმულზე

    დადგენილება იხ. ბმულზე