25-31 მაისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტში, ფსიქიკური ჯანმრთელობის ევროპულ კვირეულთან დაკავშირებით გაიმართება სხვადასხვა საგანმანათლებლო-შემეცნებითი აქტივობები, რომელთა მიზანია სტუდენტებში ცნობიერების ამაღლება ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობის შესახებ.
30 მაისს 18:00 სთ-ზე, თსუ, მე-3 კორპუსის #201 სატრენინგო ოთახში გაიმართება
ასისტენტ პროფესორის, ფსიქოლოგ, მარიამ ფანჯიკიძის ტრენინგი ბრაზის მართვაზე.
ტრენინგის ხანგრძლივობა - 2 საათი.
მონაწილეობა უფასოა. ადგილები შეზღუდულია.
პირველი 25 დარეგისტრირებული სტუდენტი შეძლებს ტრენინგში მონაწილებას.
სარეგისტრაციო ბმული : https://forms.gle/46uuvkNtuAqxknUj7