ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების ს/ს ინსტიტუტი, დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ს/ს ინსტიტუტის გერმანული ფილოლოგიის კათედრა, თარგმანმცოდნეობის კათედრა და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი 2023 წლის 29-30 ივნისს გამართავენ პროფესორ დალი ფანჯიკიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას.
კონფერენცია გაიხსნება 29 ივნისს, 12.00 საათზე, თსუ I კორპუსის 107-ე აუდიტორიაში.
დამატებითი ინფორმაცია იხ. პროგრამაში