ინდოეთის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტი - “Sharda University” 2021-2022 აკადემიური წლის განმავლობაში გასცემს სტიპენდიებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებისათვის. შარდას უნივერსიტეტის მიერ 2021-2022 სასწავლო წლისთვის გამოყოფილია 10 სტიპენდია 100%-იანი დაფინანსებით უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის. შარდას უნივერსიტეტს აქვს 14 ფაკულტეტი/სკოლა და 216 სასწავლო პროგრამა.
საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 30 სექტემბერი. დამატებითი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ვებ.გვერდზე: https://global.sharda.ac.in/ambassador-scholarship/