აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურის საკითხთა ბიუროსა და აიოვას უნივერსიტეტის საერთაშორისო სამწერლო პროგრამის ორგანიზებით თბილისს ოთხი მწერალი ეწვევა:
კრისტოფერ მერილი, ენჯი კრუზი, აიანა მათისი და როზა ალკალა.
ვიზიტის ფარგლებში, ხვალ, 28 ივნისს, 16.00 საათზე თსუ პირველი კორპუსის 214-ე აუდიტორიაში გამართავენ შეხვედრას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტენტებთან.
ღონისძიების მასპინძელია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი.
შეხვედრის სამუშაო ენა: ინგლისური.