ღრმად პატივცემულო ქალბატონო / ბატონო
გვაქვს პატივი მოგიწვიოთ VI საერთაშორისო კავკასიოლოგიურ კონგრესზე - კავკასიის ლინგვისტურ-ანთროპოლოგიური პორტრეტი.
კონგრესი, რომელიც გაიმართება თბილისში (საქართველო), 2022 წლის 10-13 ნოემბერს, ეძღვნება გამოჩენილი კლასიკოსის, მწერალ მიხეილ ლოხვიცკის (აჯუკ-გირეი) ასი წლის იუბილეს.
საერთაშორისო კავკასიოლოგიური კონგრესი იმუშავებს შემდეგი მიმართულებებით:
- იბერიულ-კავკასიურ ენათა სტრუქტურისა და ისტორიის აქტუალური საკითხები; ისტორიულ-შედარებითი, აღწერითი და არეალურ-ტიპოლოგიური კვლევები
- კავკასიის ანთროპოლოგია
- კავკასიის ისტორია და წყაროთმცოდნეობა; ისტორიული გეოგრაფიისა და დემოგრაფიის საკითხები
- კავკასიის პალეოგრაფია
- ქართულ-კავკასიურ ურთიერთობათა ისტორიულ-ფილოლოგიური ასპექტები
- ლიტერატურათმცოდნეობა და ლიტერატურის ისტორია
- კავკასიის არქეოლოგიური კულტურები; კულტურის ისტორია
- კავკასიის ხელოვნებათმცოდნეობა და ხელოვნების ისტორია
სავარაუდოდ, კონგრესი გაიმართოს ონლაინ-ფორმატით (პირობებს გაცნობებთ დამატებით).
მოხსენებათა თეზისები, რომელიც უნდა შესრულდეს ერთდროულად ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე, მიიღება 2022 წლის 15 სექტემბრამდე.
პირობები:
- თეზისთა ქართული, ინგლისური და რუსული ტექსტების საერთო მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს A4 ფორმატის 4 გვერდს;
- მასალა მიიღება მხოლოდ ელექტრონული სახით ელფოსტაზე kongresi2022@tsu.ge;
- ტექსტი აიკრიფება A4 ფორმატით;
- შრიფტი ყველა სამუშაო ენისათვის - Sylfaen;
- შრიფტის ზომა - 11, ინტერვალი - 1, ქვედა და ზედა არეები - 15 მმ, მარცხნიდან - 20 მმ, მარჯვნიდან - 10 მმ.
პატივისცემით
კონგრესის საორგანიზაციო კომიტეტი