Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    კრიმინოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საქმიანობის დროებითი წესის მიხედვით.

    კრიმინოლოგიის სამეცნიერო კვლევითი  ინსტიტუტი დაარსდა 2010 წელს.

    კრიმინოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი საქმიანობას ახორციელებს შემდეგი მიმართულებებით:

    ა) სისხლის სამართლის პოლიტიკის კრიმინოლოგიური კვლევა;
    ბ) პენიტენციური სისტემის კვლევა;
    გ) არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კვლევა;
    დ) არასრულწლოვანთა დანაშაულობის კვლევა;
    ე) სასჯელის დანიშვნისა და მისი შედეგების კვლევა;
    ვ) დაზარალებულის შესახებ კვლევა;
    ზ) დანაშაულის პრევენციის კვლევა;
    თ) კრიმინალური სუბკულტურის კვლევა.

    გარდა კვლევითი საქმიანობისა კრიმინოლოგიის სამეცნიერო კვლევითი  ინსტიტუტი სისტემატურად აწყობს საერთაშორისო და ეროვნული დონის სამეცნიერო კონფერენციებს, ხელს უწყობს სტუდენტი-ახალგაზრდობის კრიმინოლოგიით დაინტერესებას.

    კრიმინოლოგიის სამეცნიერო კვლევითი  ინსტიტუტს პირველი ხელმძღვანელი (2010-2015) იყო  პროფესორ-ემერიტუსი მზია ლეკვეიშვილი.

    კრიმინოლოგიის სამეცნიერო კვლევითი  ინსტიტუტის წევრები არიან:


    1. მორის შალიკაშვილი (თსუ, ასოცირებული პროფესორი, ინსტიტუტის ხელმძღვანელი),
    2. ნინო გოგნიაშვილი (თსუ, ასისტენტ-პროფესორი),
    3. ზურაბ გოგშელიძე (ინსტიტუტის მდივანი),
    4. მაია ივანიძე (თსუ, პროფესორი),
    5. ნონა თოდუა (თსუ, პროფესორი),
    6. ქეთევან მჭედლიშვილი-ჰედრიხი (საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბერლინ-ბრანდენურგის სოციალურ მეცნიერებათა კვლევის ცენტრის მეცნიერ-მუშაკი),
    7. ნინო გვენეტაძე (ქართულ ამერიკული სამართლის სკოლა, პროფესორი)
    8. გოჩა მამულაშვილი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი),
    9. გიორგი თოდრია (სსიპ - თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი),
    10. გიორგი ღლონტი (გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, პროფესორი),
    11. ირაკლი დვალიძე (თსუ, ასოცირებული პროფესორი),
    12. ირინე ხერხეულიძე (თსუ, ასისტენტ-პროფესორი),
    13. გიორგი გორაშვილი (თსუ, ასისტენტ-პროფესორი),
    14. მარი მესხი (თსუ, იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის  დოქტორანტი),
    15. თემურ ცქიტიშვილი (თსუ, ასისტენტ-პროფესორი),
    16. ედიშერ ფუტკარაძე (აფხაზეთის უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი),
    17. ალექსანდრე გიორგიძე (შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, პროფესორი),
    18. მიხეილ გაბუნია (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი).


    საკონტაქტო პირი:

    მორის შალიკაშვილი, (ინსტიტუტის ხელმძღვანელი) 599 389 177, moris_shalikashvili@yahoo.de; moris.shalikashvili@tsu.ge


    ინსტიტუტის რეკვიზიტები:

    თსუ იურიდიული ფაკულტეტი, ი. ჭავჭავაძის გამზირი #3, თსუ, მეორე კორპუსი,  პირველი სართული, 132-ე ოთახი.


    2014 წლის 30 ოქტომბრის ფაკულტეტის საბჭოს N.:12 ოქმის საფუძველზე „კრიმინალისტიკისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტს“ შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა „კრიმინოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი“.