ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი
ინსტიტუტის მიზანია:
- მოამზადოს ფართო თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მქონე სპეციალისტები, რომელთაც შეეძლებათ მონაწილეობის მიღება ეთნიკურ პრობლემათა განხილვამოგვარების მიმართულებით წარმართულ საქმიანობაში; აღჭურვილი იქნებიან დარგობრივი კომპეტენციებითა და უნარებით;
- აწარმოოს სამეცნიერო კვლევები, რომელთაც თეორიულთან ერთად ექნებათ პრაქტიკულ-გამოყენებითი დატვირთვა;
- მოახდინოს რეგიონში მცხოვრებ ხალხთა ყოფისა და კულტურისა და მიმდინარე პროცესების შესახებ ცოდნის აკუმულირება;
- გააღრმაოს საერთაშორისო თანამშრომლობა სტუდენტთა და პროფესორთა ჩართულობით; სტუდენტებს ჩამოუყალიბოს სამყაროს რელატივისტური ხედვა და სამოქალაქო ღირებულებები. სამეცნიერო კვლევების მიმართულებები: საქართველოს და კავკასიის ეთნოლოგია, საქართველოს მოსახლეობის ისტორიული დემოგრაფია; ეთნოსთაშორისი ურთიერთობები; კონფლიქტები და მათი პრევენციის გზები; ქართულ-ოსური კულტურულ-ისტორიული ურთიერთობის საკითხები; საქართველოთურქეთის კულტურულ ურთიერთობათა ისტორია; რეგიონში მცხოვრები ხალხების ისტორიულ-კულტურული ურთიერთობები; ქართული გვარსახელების ისტორიულეთნოლოგიური ასპექტები; მიგრაციული პროცესები; რელიგიის ანთროპოლოგია, ურბანული ანთროპოლოგია, ეკონომიკური ანთროპოლოგია; მეთოდოლოგია; ეთნოეკოლოგია; ეთნოპედაგოგიკა, ეთნომუსიკოლოგია; ჩვეულებითი სამართალი; მეხსიერების კვლევები