რექტორის 2025 წლის 6 აგვისტოს ბრძანებების (№176/01-01 და N 177/01-01) საფუძველზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინტერდისციპლინური მიმართულების ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის კონკურსანტთან, ლაშა ტუღუშთან, გასაუბრება-პრეზენტაცია ჩატარდება 16 ოქტომბერს, 17:30 საათზე, თსუ მეორე კორპუსის #235 აუდიტორიაში.
საკონკურსო კომისია