Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეულის - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხების კვლევის ცენტრის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

მისია

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეულის - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხების კვლევის ცენტრის მისიაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის ქვეყანაში თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნის ხელშეწყობა.

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის  (შემდგომში ფაკულტეტი) - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხების კვლევის ცენტრი  (შემდგომში – ,,ცენტრი“) წარმოადგენს სამეცნიერო-კვლევით სტრუქტურულ ერთეულს.

2. ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით.

3. ცენტრი განთავსებულია შემდეგ მისამართზე : თსუ  III კორპ., ოთახი 025, ი. ჭავჭავაძის გამზირი N 11ა ,  0179, თბილისი

მუხლი 2. ცენტრის უფლებამოსილებები

ცენტრის უფლებამოსილებებია:

ა) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა;

ბ) სატრენინგო პროგრამების შემუშავება და ჩატარება;

გ) საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობა;

ე) სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან კოორდინაცია;

ვ) განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობა;

ზ) კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის ინდივიდუალური აქტებით ნებადართული სხვა საქმიანობის განხორციელება.

მუხლი 3. ცენტრის სტრუქტურა და უფლებამოსილებები

1. ცენტრს მართავს ცენტრის დირექტორი, რომელსაც ოთხი წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ფაკულტეტის დეკანის წარდგინებით ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

2. ცენტრის დირექტორი:

ა) კოორდინაციას უწევს ცენტრში დაგეგმილ და განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანად წარმართვას;

ბ) პასუხისმგებელია ცენტრზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;  

გ) ანაწილებს მოვალეობებს ცენტრის საქმიანობაში ჩართულ  პირებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

დ) ფაკულტეტის საბჭოსა და დეკანის მოადგილეს სამეცნიერო დარგში არაუგვიანეს მომდევნო წლის მეორე კვარტლის დასრულებისა წარუდგენს განვლილი  წლის საქმიანობის ანგარიშს;

ე) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით ცენტრისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც ფაკულტეტის საბჭოს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;

ვ) ახორციელებს ამ დებულებით, უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით და უნივერსიტეტის მართვის ორგანოების გადაწყვეტილებებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

ცენტრის დირექტორს საქმიანობის განხორციელებაში დახმარებას უწევს ცენტრის დირექტორის მოადგილე.

ცენტრის დირექტორის მოადგილეს ოთხი წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ფაკულტეტის ფაკულტეტის საბჭოსა და დეკანის წარდგინებით ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

ცენტრის დირექტორის, ცენტრის დირექტორის მოადგილისა და დამხმარე პერსონალის საქმიანობა ანაზღაურდება ცენტრის მიერ მოზიდული თანხებიდან.

მუხლი 4. ცენტრის ქონება

თავის ფუნქციათა განსახორციელებლად ცენტრი სარგებლობს უნივერსიტეტის უძრავი და მოძრავი ქონებით.

მუხლი 5. ცენტრის ფინანსები

ცენტრის დაფინანსების წყაროებია:

ა) გრანტებისა და პროექტების საფუძველზე მიღებული შემოსავლები;

ბ) ხელშეკრულების შესრულებით მიღებული შემოსავლები;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიზნობრივად ცენტრისათვის განკუთვნილი საჩუქრის სახით მიღებული შემოსავლები;

დ) კანონმდებლობით აუკრძალავი ნებისმიერი შემოსავლები.

მუხლი 6. დასკვნითი დებულებები

ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, სხვა სტრუქტურული ცვლილებები და წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საკითხი რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.