Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
FACULTY OF PSYCHOLOGY AND EDUCATIONAL SCIENCES
Date
ოქმი N6

ოქმი იხილეთ დანართის სახით

View More

Order N:

ოქმი N5

იხილეთ ოქმი

View More

Order N:

ოქმი N18

იხილეთ ოქმი

View More

Order N:

ოქმი N1

ივ. ჯავახიშვილის სახელობის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის

საბჭოს სხდომის

ოქმი N 1

23 იანვარი. 2015 წ.

ფაკულტეტის საბჭოს სხდომის დღის წესრიგი:

  1. სამაგისტრო ნაშრომის სტანდარტის დამტკიცება
  2. ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფორუმისთვის სტუდენტების შესარჩევი კომისიის დამტკიცება
  3. ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფორუმისთვის კონკურსის გამოცხადება
  4. ფაკულტეტის სამეცნიერო-სასწავლო ინსტიტუტების მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამებისა და კვლევითი თემატიკის დამტკიცება
  5. ფაკულტეტის სარედაქციო კოლეგიის დამტკიცება
  6. ფაკულტეტის დეპარტამენტების ხელმძღვანელების დამტკიცება
  7. მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამის ფარგლებში საკონკურსო კომისიის, საკონკურსო შეფასების პრინციპებისა და საკონკურსო პროექტის ფორმის დამტკიცება
  8. თსუ ინტერდისციპლინური ცენტრის საბჭოს წევრის არჩევა
  9. სხვა საკითხები

სხდომას ესწრებოდნენ:

დეკანის მოვალეობის შემსრულებელი: პროფ. თ. გაგოშიძე.

ფაკულტეტის საბჭოს წევრები:

ფსიქოლოგიის დეპარტამენტიდან: პროფ. გ. მაღრაძე, ასოც./პროფ.-ები: შ. აბზიანიძე, გ. გოროშიძე, მ. მელიქიშვილი, ვ. ნადარეიშვილი,  ლ. სურმანიძე, ბ. არუთინოვა, ასისტ./პროფ.-ები: ე. ფირცხალავა, ი. გედევანიშვილი, ლ. ხეჩუაშვილი, ლ. ჩხიკვიშვილი.

განათლების დეპარტამენტიდან: პროფ. ქ. ჭკუასელი, ასოც./პროფ.-ები: ი.  პეტრიაშვილი, ე. ღვინერია, ასისტ./ პროფ. ზ. ქიტიაშვილი.

სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები: ბ. დადეშქელიანი, გ. სალია, თ. ქააძე.

საბჭოს სხდომას ესწრებოდა 19 წევრი.

განიხილეს საკითხები:

1.  სამაგისტრო ნაშრომის სტანდარტის დამტკიცება

სამეცნიერო დარგში ფაკულტეტის დეკანის  მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ლ. სურმანიძემ საბჭოს განსახილველად წარუდგინა  ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესთან დაკავშირებით საფაკულტეტო სამუშაო ჯგუფის მიერ შემოთავაზებული წინადადებები.

 საკითხის ირგვლივ გამოითქვა  შენიშვნები და მოსაზრებები.

დაადგინეს: გამოთქმული შენიშვნებისა და მოსაზრებების გათვალისწინებით, შეიქმნას სამაგისტრო ნაშრომის სტანდარტის სამუშაო ვარიანტის კორექტირებული ვერსია, რომელიც გასაცნობად  დაეგზავნება ფაკულტეტის საბჭოს წევრებს, ხოლო შეჯერებული ვარიანტი გამოტანილ იქნეს ფაკულტეტის საბჭოს სხდომაზე დასამტკიცებლად.

კენჭი ეყარა: აღნიშნულ წინადადებას.

მომხრე - 19

წინააღმდეგი - 0.

თავი   შეიკავა -0.

2. ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფორუმისათვის მომზადება

ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფ. თ.  გაგოშიძემ საბჭოს გააცნო ინფორმაცია ივ. ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ყოველწლიური სამეცნიერო ფორუმისთვის მზადების შესახებ. მან აღნიშნა, რომ 2015 წ.-ის 30 იანვრიდან   უნდა გამოცხადდეს საუნივერსიტეტო კონკურსი ფორუმში მონაწილეობის სურვილის მქონე აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის.

კენჭი ეყარა: ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ყოველწლიური სამეცნიერო ფორუმისთვის საფაკულტეტო კონკურსების გამოცხადებას.

მომხრე  - 19

წინააღმდეგი - 0

თავი   შეიკავა - 0

დაადგინეს: დაევალოს ფორუმისთვის საფაკულტეტო კონკურსების გამოცხადება და ინფორმაციის გავრცელება სამეცნიერო დარგში დეკანის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს - ლ. სურმანიძეს.

3.ივ. ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფორუმისათვის სტუდენტების შესარჩევი კომისიის დამტკიცება

საბჭოს წევრებმა გამოთქვეს მოსაზრებები ივ. ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ფორუმში მონაწილეობისთვის  სტუდენტთა შერჩევის წესის თაობაზე.

ფაკულტეტის საბჭოს შემადგენლობიდან გამოიყოს პროფესორები, რომლებიც მონაწილეობის მსურველი სტუდენტი-კანდიდატებიდან შეარჩევენ სამ კანდიდატს.  საბჭოს წინაშე პრეზენტაციის საფუძველზე საბჭო რეკომენდაციას გაუწევს ერთ კანდიდატს.

მოხსენებების შესარჩევი კომისიის წევრებად დასახელებულ იქნა: ლ. ხეჩუაშვილი, ლ. ჩხიკვიშვილი, გ. გოროშიძე, ბ. დადეშქელიანი.

კენჭი ეყარა: ივ. ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ფორუმში მონაწილეობისთვის  სტუდენტთა მოხსენებების შესარჩევ კომისიას შემდეგი შემადგენლობით: ლ. ხეჩუაშვილი, ლ. ჩხიკვიშვილი, გ. გოროშიძე, ბ. დადეშქელიანი.

მომხრე  - 19

წინააღმდეგი - 0

თავი   შეიკავა - 0

4. ფაკულტეტის დეპარტამენტების ხელმძღვანელების დამტკიცება

პროფ. თ. გაგოშიძემ, აღნიშნა რა, რომ პროფესორები - ქ. ჭკუასელი და ლ. არუთინოვა არაფორმალურად ხელმძღვანელობენ ფაკულტეტის შესაბამისი დეპარტამენტების საქმიანობას, შემოიტანა წინადადება, რომ ისინი ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით დამტკიცებულ იქნან ფაკულტეტის დეპარტამენტების ხელმძღვანელებად.

კენჭი ეყარა: ფაკულტეტის დეპარტამენტების ხელმძღვანელებად ლ. არუთინოვასა (ფსიქოლოგიის დეპარტამენტი) და ქ. ჭკუასელის დამტკიცებას (განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტი)

მომხრე  - 19

წინააღმდეგი - 0

თავი   შეიკავა - 0

5.ფაკულტეტის სამეცნიერო-სასწავლო ინსტიტუტების მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამებისა და კვლევითი თემატიკის დამტკიცება

ფაკულტეტის  ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა საბჭოს გააცნეს და დასამტკიცებლად წარუდგინეს დეპარტამენტის შემადგენლობაში შემავალი ინსტიტუტების სამეცნიერო-კვლევითი პროგრამები და კვლევითი თემატიკა.

კენჭი ეყარა: ინსტიტუტების მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამებისა და კვლევითი თემატიკის დამტკიცებას მოცემული სახით.

მომხრე  - 19

წინააღმდეგი - 0

თავი   შეიკავა - 0

6.ფაკულტეტის სარედაქციო კოლეგიის დამტკიცება.

ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფ. თ.  გაგოშიძემ საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ პროფესორთა მზა ნაშრომების  (მონოგრაფია, სახელმძღვანელო) გამოსაცემად  არსებული შესაძლებლობების შესახებ. მან, ასევე, აღნიშნა  ფაკულტეტზე შესაბამისი სარედაქციო კომისიის ფუნქციონირების საჭიროება და საბჭოს შესთავაზა კანდიდატების დასახელება.

კენჭი ეყარა: სარედაქციო კოლეგიას შემადგენლობით: ე. ფირცხალავა, ლ. არუთინოვა, გ. გოროშიძე, ქ. ჭკუასელი.

მომხრე  - 19

წინააღმდეგი - 0

თავი   შეიკავა - 0

7. მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამის ფარგლებში საკონკურსო კომისიის, საკონკურსო და საკონკურსო პროექტის ფორმის დამტკიცება.

ფაკულტეტის დეკანის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა სამეცნიერო დარგში ლ. სურმანიძემ საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე მიზნობრივი სამეცნიერო პროგრამის ფარგლებში სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დასაფინანსებლად კონკურსის მომზადების თაობაზე. კონკურსის ობიექტურად ჩასატარებლად მან საბჭოს შესთავაზა კომისიის დაკომპლექტება თსუ-ს ფარგლებს გარეთ მომუშავე დარგში აღიარებული პროფესიონალებით.

აღნიშნული კონკურსის კომისიის წევრებად  საბჭოსთვის შეთავაზებულ იქნა შემდეგი კანდიდატურები: მარინა ბალიაშვილი (ფსიქ.), ნათელა იმედაძე (ფსიქ.), დალი ფარჯანაძე (ფსიქ.), თ. მეიფარიანი (განათლ.მეცნ.), გიორგი მაჩაბელი (განათლ. მეცნ.), კახა გაბუნია (განათლ. მეცნ.).  

საბჭომ იმსჯელა შეფასების პრინციპების შესახებ.

აზრი გამოთქვეს: ასოც. პროფ. ბ. არუთინოვამ, მ. მელიქიშვილმა, პროფ. ქ. ჭკუასელმა.

აღინიშნა, რომ პროექტების მიუკერძოებელი შეფასებისათვის აუცილებელია შემფასებლებს პროექტები ანონიმურად გადაეგზავნოს. კანცელარიამ უზრუნველყოს პროექტების მიღება. კომისიის ყველა წევრმა შეაფასოს ყველა წარმოდგენილი პროექტი წინასწარ შედგენილი სკალის მიხედვით და შედეგები გაუგზავნოს დეკანის მოადგილეს სამეცნიერო დარგში, ასოც. პროფესორს ლალი სურმანიძეს.

კენჭი ეყარა: საკონკურსო  კომისიას აღნიშნული შემადგენლობით

მომხრე  - 19

წინააღმდეგი - 0

თავი   შეიკავა - 0

კენჭი ეყარა: საკონკურსო  განაცხადის ფორმას და პროექტების შეფასების პრინციპებს

მომხრე  - 19

წინააღმდეგი - 0

თავი   შეიკავა - 0

8. თსუ ინტერდისციპლინური ცენტრის საბჭოს წევრის არჩევა.

პროფ. თ. გაგოშიძემ აღნიშნა, რომ თსუ ინტერდისციპლინური ცენტრის საბჭოში წარმოდგენილია ერთი პროფესორი თსუ-ს ყოველი ფაკულტეტიდან. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებების ფაკულტეტიდან მან საბჭოს შესთავაზა ლ. სურმანიძის კანდიდატურა.

კენჭი ეყარა:  თსუ ინტერდისციპლინური ცენტრის საბჭოს წევრად ლ. სურმანიძის არჩევას.

მომხრე  - 19

წინააღმდეგი - 0

თავი   შეიკავა - 0

სხვა საკითხები:

9. თსუ მე-3 კორპუსის 209-ე ოთახთან დაკავშირებით.

მოისმინეს:1)  გიორგი გოროშიძის ინფორმაცია თსუ მე-3 კორპუსის სააუდიტორიო ფონდის  ლექცია-სემინარებით დატვირთვის ოპტიმიზაციის შესახებ. აღინიშნა, რომ მე-3  კორპუსის აუდიტორიების დატვირთვა ხშირად სტიქიურ და მოუწესრიგებელ  ხასიათს ატარებს. ეს გამოწვეულია იმით, რომ დილის ცვლის ფარგლებში ხდება მეცადინეობების დანიშვნა ბაკალავრებისთვისაც და მაგისტრანტებისთვისაც. მაგისტრანტების დიდი უმრავლესობა კი მსახურობს და მათთვის სრულიად აუცილებელია და ნაკლებ პრობლემური ლექციებზე სიარული საღამოს ცვლაში  18 საათიდან. აქედან გამომდინარე, სწავლის პროცესი უნდა დაიგეგმოს ამის გათვალისწინებით და ლექცია-სემინარები განაწილდეს 2 ცვლაზე: 1-ლი ცვლა  (ყველაზე მრავალრიცხოვანი) 9 საათიდან 18საათამდე, ხოლო მე-2 ცვლა - 18  საათიდან 22 საათამდე. ეს ყველა სტუდენტს შეუქმნის სწავლისთვის  გაცილებით უკეთეს პირობებს, ხოლო პროფესორებს კი საშუალებას მისცემს აამაღლონ მაგისტრანტებთან მუშაობის ნაყოფიერება მათთვის დროის უფრო კომფორტულ  პერიოდში ლექციებზე სიარულის შედეგად (მე-2 ცვლაში).

 2) გიორგი გოროშიძის არგუმენტირებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საჭიროა შეიქმნას თსუ მე-3 კორპუსის 209-ე ოთახში „ორგანიზაციული ფსიქოლოგიის“ პროგრამული მიმართულების სასწავლო და სამეცნიერო მუშაობის ხელშემწყობი  გარემო, რაც ჯერ კიდევ აღნიშნული ფაკულტეტის საბჭოს მე-3 სხდომაზე იქნა განხილული და მიიღო მხარდაჭერა საბჭოს წევრთა უმრავლესობის მხრიდან.

აზრი გამოთქვეს: ზოგიერთი წევრის აზრით, სწორედ მაგისტრანტები უნდა მეცადინეობდნენ დილის ცვლაში. ამასთან დაკავშირებით გამოითქვა მოსაზრება, რომ რიგ შემთხვევებში შეიძლება იქნეს გამოყენებული ინდივიდუალური მიდგომა. ზოგადად კი ფაკულტეტზე ფართობის სიმცირის გამო შემოსაღებია ორცვლიანი სწავლება.

დაადგინეს:

1) გაგრძელდეს კონსულტაციები ორცვლიან სწავლასთან დაკავშირებით.

2) შეიქმნას თსუ მე-3 კორპუსის 209-ე ოთახში „ორგანიზაციული ფსიქოლოგიის“ პროგრამული მიმართულების სასწავლო და სამეცნიერო მუშაობის ხელშემწყობი გარემო, რაც სრულიად ეთანხმება შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ინტერესებს.

3) ფაკულტეტის დეპარტამენტების ხელმძღვანელებად დამტკიცდეს: ფსიქოლოგიის დეპარტამენტი - ლ. არუთინოვა, განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტი - ქ. ჭკუასელი.

4) ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე მიზნობრივი სამეცნიერო პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი სამეცნიერო-კვლევითი პროექტის გამოსავლენად იმუშავებს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

  1. მარინა ბალიაშვილი
  2. ნათელა იმედაძე
  3. დალი ფარჯანაძე
  4. გიორგი მაჩაბელი
  5. კახა გაბუნია

5)სამეცნიერო-კვლევითი პროექტების კონკურსი ჩატარდეს ანონიმური პრინციპით. ყოველი პროექტი შეფასდეს კომისიის ყველა წევრის მიერ და შედეგები გადაეგზავნოს დეკანის მოადგილეს სამეცნიერო დარგში. დაევალოს დეკანის მოადგილეს სამეცნიერო დარგში პროექტების შეფასების სტანდარტული სკალის შემუშავება.

6) საბჭოს წევრებიდან შეიქმნას ივ. ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ფორუმში მონაწილეობისთვის სტუდენტთა მოხსენებების შესარჩევი კომისია შემდეგი შემადგენლობით:  ლ. ხეჩუაშვილი, ლ. ჩხიკვიშვილი, გ. გოროშიძე, ბ. დადეშქელიანი.

7) თსუ ინტერდისციპლინური ცენტრის საბჭოს წევრად არჩეულ იქნას ასოცირებული პროფესორი ლ. სურმანიძე.

 

სხდომის  თავმჯდომარე                                                                 პროფ. თ. გაგოშიძე

სხდომის მდივანი                                                               ასისტ./პროფ. ე.ფირცხალავა

View More

Order N: