Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon
     
    სიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
    ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
    დეკანის ბრძანება
                                                                                                                                        
    №   08/29 - 01
    04.03.2015 წ.     
    ქ.თბილისი


    სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად კონკურსის გამოცხადების, საბუთების მიღების ვადებისა და მიმღები აპარატის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

    „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე–3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე  მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე–5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტისა და თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს 2015 წლის 27 თებერვლის ოქმი № დამტკიცებული „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების დასაფინანსებლად კონკურსის პირობები და ჩატარების წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე
    ვბრძანებ:
    1.    გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად;
    2.    საკონკურსო საბუთების მიღება განხორციელდეს 2015 წლის 9 მარტიდან 2015 წლის 20 მარტის ჩათვლით (მისამართი: თბილისი 0186, უნივერსიტეტის ქუჩა №2 (კორპუსი X ) ოთახი № 307 );
    3.    საბუთების მიმღები აპარატი განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით:
    ა) მანანა ლობჟანიძე – ასისტენტ-პროფესორი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი;
    ბ)  ლალი ჩიკვილაძე – მთავარი სპეციალისტი;
    გ) გვანცა ხასია – უფროსი სპეციალისტი;
    4.    წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
    5.    ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.





    ფაკულტეტის  დეკანი, პროფესორი       თეიმურაზ ბერიძე