Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon
     
    სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
    ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
    დეკანის ბრძანება


    № 10/29 -01
    03.09.2018წ.
    ქ.თბილისი


    სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით ბიზნესის ადმინისტრირებისა და ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით კომისიების შექმნის შესახებ

    „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე  მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდებისმე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ქვეპუნქტისა დამე-6 პუნქტის საფუძველზე

    ვბრძანებ:
    1.    შეიქმნას სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისია ბიზნესის ადმინისტრირებისა და ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით შემდეგი შემადგენლობით:
    ა)პროფესორი გიორგი ღაღანიძე – კომისიის თავმჯდომარე;
    ბ) პროფესორი  ნუგზარ თოდუა;
    გ) პროფესორი  დავით ნარმანია;      
    დ) პროფესორი დემურ სიჭინავა;
    ე) პროფესორი თემურ შენგელია;                         
    ზ) პროფესორი იოსებ ხელაშვილი;
    თ) ასოცირებული პროფესორი ნანა კაციტაძე;
    ი) ასისტენტ პროფესორი ვალერი არღუთაშვილი;
    კ)  ასისტენტ პროფესორი მერაბ ხოხობაია;  
    ლ) ასისტენტ პროფესორი ლეილა ქადაგიშვილი – მდივანი.
    2.    სამაგისტრო ნაშრომების დაცვა განხორციელდეს (ქ.თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2,  უნივერსიტეტის X კორპუსი, ოთახი № 515) ბიზნესის ადმინისტრირებისა და ტურიზმის  მიმართულებით  - 14.09.2018 წ., 10:00 სთ.
    3.    წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
    4.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


    ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი           გიორგი   ღაღანიძე