Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

    ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

    დეკანის ბრძანება

                                                                                                   

    №30/29 - 01

    31.12.2020

    ქ.თბილისი

    სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების დასაფინანსებლად კონკურსის გამოცხადების და საბუთების მიღების ვადების დამტკიცების შესახებ

    „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე–5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების დასაფინანსებლად კონკურსის პირობები და ჩატარების წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,

    ვბრძანებ:

    გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების დასაფინანსებლად;

    საკონკურსო დოკუმენტაციად განისაზღვროს:

    ა) განცხადება  (დანართი №1)

    ბ) სამეცნიერო კვლევითი პროექტის აღწერილობა;

    გ) კვლევითი პროექტის ხარჯთაღრიცხვა;

    დ)პროექტში მონაწილეთა CV;

    ე) პროექტში მონაწილე სტუდენტთა ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ და სასწავლო ბარათი.

    ვ) სტუდენტთა წერილობითი თანხმობა პროექტში მონაწილეობის შესახებ (დანართი №2)

    საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენა განხორციელდეს 2022 წლის 31 იანვრიდან  2022 წლის 10 თებერვლამდე, ელექტრონული ფორმით, შემდეგ ელ.ფოსტაზე: lali.chikviladze@tsu.ge

    წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

    ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

    ფაკულტეტის დეკანის მოადგილე            მარინა ჩავლეიშვილი