Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის მონაწილეობა საერთაშორისო სიმპოზიუმში

2026 წლის 22-23 იანვარს, პოლიტიკურ მეცნიერებათა და საჯარო მმართველობის ეროვნულ უნივერსიტეტში (ბუქარესტი, რუმინეთი) გაიმართა ბიზნეს სისტემების ლაბორატორიის მე-10 საერთაშორისო სიმპოზიუმი „გამოწვევების დაძლევა: ინოვაციების ტალღების მართვა ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ სამყაროში“ (MASTERING CHALLENGES: Navigating the Waves of Innovation in a Tech-Driven World https://bslab-symposium.net/Bucharest-2026/BSLAB-Symposium-Bucharest-2026.htm ). 
აღნიშნულ სიმპოზიუმებზე თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დელეგაცია პირველივე მათგანიდან უწყვეტად მონაწილეობს, რასაც მალევე მოყვა შედეგები. თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი არჩეულია ბიზნეს სისტემების ლაბორატორიის სამეცნიერო საბჭოს წევრებად (http://www.bslaboratory.net/WEB/Scientific%20Board.htm), სამეცნიერო საზოგადოე¬ბას¬თან დაკავშირებული მაღალრეიტინგული ჟურნალების სარედაქციო საბჭოს წევრებად და სხვა. 
ზემოაღნიშნულ სიმპოზიუმში 2026 წელს მონაწილეობა მიიღო თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ოთხმა აკადემიურმა პერსონალმა ხუთი მოხსენებით, კერძოდ:
1.    ასოც. პროფ. ინეზა გაგნიძე - სიმპოზიუმის ერთ-ერთი სექციის „განათლების გამოწვევები ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში“ (THE CHALLENGES OF EDUCATION IN THE AGE OF AI AND DIGITAL TRANSFORMATION https://bslab-symposium.net/Bucharest-2026/Education_BSLAB-Bucharest-2026.htm) ხელმძღვანელი და სიმპოზიუმის სამეცნიერო საბჭოს წევრი (https://bslab-symposium.net/Bucharest-2026/Board_BSLAB-Bucharest-2026.htm). წარადგინა 2 მოხსენება: 1) „დასაქმების მომავალი: პროგნოზები და ვარაუდები“ (The Future of Employment: Forecasts and Assumptions);  
2) „სამშენებლო პროექტების ნულოვანი ციკლის ზემოქმედების შეფასების ეფექტიანობის მართვა: მიწის ვიბრაციის მონიტორინგი და თანამედროვე ტექნოლოგიები“ (Managing the effectiveness of zero-cycle impact assessment of construction projects: ground vibration monitoring and modern technologies) (სასტენდო მოხსენება, თანაავტორები: ასოც. პროფ. რ. სეთურიძე და ლ. სიჭინავა);
2. ასოც. პროფ. ირინა გოგორიშვილი - სასტენდო მოხსენება „კრიპტოვალუტის დანერგვისა და რეგულირების პოლიტიკა განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში“ (Cryptocurrency Implementation and Regulation Policy in Developed and DevelopingCountries);
3.   ასოც. პროფ. ნატალია ხარაძე „ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია საგანმანათლებლო გარემოში და ძირითადი გამოწვევები“ (Integration of artificial intelligence in educational settings and the main challenges) (თანაავტორი ასისტენტ პროფესორი დეა ფირცხალაიშვილი);
4. ასისტენტ პროფესორი დეა ფირცხალაიშვილი „ხელოვნური ინტელექტის გავლენა ადამიანური რესურსების მართვაზე და ძირითადი გამოწვევები“ (The impact of artificial intelligence on human resource management and the main challenges) (თანაავტორები: დ. დუგლაძე და თ. ქაჯაია).
ხუთივე მოხსენება მიწვეული იქნება სიმპოზიუმთან ასოცირებულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში გამოსაქვეყნებლად (მათ შორის Scopus-ის ბაზაში არსებულ გამოცემებში). სიმპოზიუმის განმავლობაში შედგა საინტერესო შეხვედრები და დაიგეგმა სამომავლო ერთობლივი სამეცნიერო საქმიანობა უცხოელ კოლეგებთან ერთად.