მოგესალმებით და გაცნობებთ, რომ თსუ მონაწილეობს Erasmus+ პროგრამის ინსტიტუციური განვითარების პროექტში: RiHEI: „პასუხისმგებლიანი და მაღალი გავლენის მქონე უნივერსიტეტები საქართველოში, როგორც მდგრადი განვითარებისა და მეწარმეობის კატალიზატორები“ (#101125355 — ERASMUS-EDU-2023-CBHE).
პროექტის ვებგვერდია: https://www.rihei.eu/trainings/
RiHEI მიზნად ისახავს ქართულ უნივერსიტეტებში ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერას, რათა საუნივერსიტეტო განვითარებაში შეიქმნას უფრო პასუხისმგებლიანი, ინკლუზიური და მეწარმეობაზე ორიენტირებული გარემო. ევროპული პარტნიორები უზრუნველყოფენ ექსპერტულ მენტორობას და გამოცდილების გაზიარებას ისეთი მიმართულებებში, როგორიცაა SDG-ების ინტეგრაცია, მეწარმეობრივი უნარების გაძლიერება და სტრატეგიული მართვა. პროექტის ფარგლებში ხდება აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გადამზადება სემინარების საშუალებით.
ამ ეტაპზე მომზადდა რამდენიმე სესია, რომელიც - ვფიქრობ, საინტერესო იქნება თქვენთვის. გიზიარებთ ერთი სესიის შინაარსს და მოგვიანებით სხვა თემებსაც გაგიზიარებთ.
სესია: Innovative demonstrations of career and skill guidance by adopting EIT Manufacturing’s Teaching Factory concepts - მიეძღვნა ინოვაციური კარიერული და უნარების განვითარების დემონსტრაციებს, რომლებიც ეფუძნება რეალურ საწარმოო პრობლემებზე სტუდენტებისა და ინდუსტრიის პრაქტიკული თანამშრომლობის მოდელს.
ეს ტრენინგი ჩატარდა 17.09.2025 და მასალა დევს ვებგვერდზე:
https://drive.google.com/file/d/1ThySJ6TOPGuHErn24eUhKjJ0Oklbi3qm/view?usp=sharing
აქვე გაწვდით ჩანაწერის ლინკსაც: https://youtu.be/tNa-ULzNSAY
მნიშვნელოვანია, შესაბამის პლატფორმაზე დარეგისტრირდეთ როგორც Student:
https://forms.office.com/e/SKTkGdMQC2
თუ სურვილი გექნება შეაფასე ტრენინგის შინაარსის რელევანტობა საჭიროებებთან:
https://forms.office.com/e/iULn1M3keg
დასარულს, შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ სერტიფიკატი: (სავარაუდოდ, ცოტა გვიან ჩაირთვება ეს ფუნქცია): RiHEI Certificate Template_2025.09.17.pptx