geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ბაკალავრიატის საუნივერსიტეტო დაფინანსება

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტთა სავარაუდო სია, რომლებმაც მოიპოვეს 2025-2026 სასწავლო წლის  გაზაფხულის  სემესტრის საუნივერსიტეტო დაფინანსება (სტატუსი სავარაუდო გულისხმობს, რომ აპელაციის შემდეგ შესაძლებელია ნაწილობრივ შეიცვალოს სიაში მოცემული შემადგენლობა).

დაინტერესებულ პირთა აპელაციების მიღება იწარმოებს 2026 წლის  10 აგვისტოს 17:00 სთ-მდე, UNI.TSU.GE-ის მეშვეობით.

გთხოვთ, შეტყობინების ტიპი აირჩიოთ: "სტიპენდიები და სახელმწიფო დაფინანსება" და სათაურში მიუთითოთ: "საუნივერსიტეტო დაფინანსების აპელაცია".

 

შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდეთ ტელ.: 577799740.

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

დაფინანსება ეკუთვნის დასრულებულ გაზაფხულის სემესტრს და ეფუძნება 2026 წლის იანვარ-თებერვლის გამოცდების შედეგებს, ხოლო ივლისის თვის გამოცდების შედეგებით დაფინანსების განაწილება მოხდება 2026 წლის დეკემბერში.

თანხები მოცემულია საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, რაც იმას ნიშნავს, რომ სტუდენტს აესახება ბაზაში 20%-ით ნაკლები თანხა. საუნივერსიტეტო დაფინანსების სია მოცემულია სტუდენტების პერსონალური მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) გარეშე. შესაბამისად, სიაში მოცემულია სტუდენტის ID (უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი), რომლის ნახვაც სტუდენტებს შეუძლიათ UNI.TSU.GE-ის ბაზაში, სტუდენტის პროფილის ანკეტურ მონაცემებში.

 

იხილეთ დანართი:

 

გისურვებთ წარმატებას!