Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის შეხვედრა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს წევრებთან

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა გიორგი შარვაშიძემ, 14 მარტს, შეხვედრა გამართა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს წევრებთან და მათ, უკანასკნელ წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ, პრეზენტაცია წარუდგინა. შეხვედრას უძღვებოდა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე. რექტორმა ვრცლად ისაუბრა უნივერსიტეტში მიმდინარე რეფორმებისა და წარმატებების შესახებ და არსებულ გამოწვევებზე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვა. ფაკულტეტის საბჭოს წევრები მოწონებით შეხვდნენ რექტორის მოხსენებას და დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. პრეზენტაციას ასევე ესწრებოდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ბატონი ლაშა საღინაძე.