
პროგრამის სახელწოდება: წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვა.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ჰიდროლოგიის მაგისტრი.
სწავლების ენა: ქართული.

თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სპეციალისტის მომზადება, რომელიც შეძლებს ცალკეული რეგიონებისა და მდინარეთა აუზების წყლის რესურსების შეფასებას, ეცოდინება მათი ინტეგრირებული მართვის ფუნდამენტური საკითხები, ჩაატარებს ჰიდროლოგიურ მონაცემთა ანალიზს, წყალსამეურნეო გაანგარიშებებს და კონკრეტულ წყალსამეურნეო ამოცანის შესაბამისად დაამუშავებს მათ. შეისწავლის ჰიდროსტიქიური მოვლენების წარმოქმნის, განვითარების და ზემოქმედების, შედეგების შერბილების მექანიზმებს და განახორ-ციელებს ჰიდროლოგიურ მონიტორინგს. შეძლებს წყალსარგებლობისა და წყლის რესურსების ინტეგრირებულ მართვაზე არახელსაყრელი ფაქტორების ზემოქმედების შედეგების პროგნოზირებასა და ანალიზის, ცვალებადობის გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირების, რისკების შეფასებისა და პრევენციის გზების დასახვას.

ბაკალავრის ხარისხი შემდეგ მიმართულებებში: მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი (მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, გეოლოგია, ინფორმატიკა); აგრარული მეცნიერებანი (აგრონომია, სატყეო საქმე და სატყეო მეცნიერება), ინჟინერია (კომპიუტინგი/ინფორმატიკა, საინჟინრო ფიზიკა, ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია, მშენებლობა, ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია, გარემოს ინჟინერია და უსაფრთხოება, სამთო და გეოინჟინერია, აგროინჟინერია, საინჟინრო გეოდეზია და გეოინფორმატიკა); სოციალური მეცნიერებანი (საზოგადოებრივი გეოგრაფია); მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები: ეკოლოგია, გარემოსმცოდნეობა, ტურიზმი;
- საერთო სამაგისტრო გამოცდა;
- გამოცდა სპეციალობაში;

კურსდამთავრებულთა დასაქმების სფეროები:
სამეცნიერო კვლევითი ცენტრები და საგანმანათლებლო სექტორი, საპროექტო-სამშენებლო ორგანიზაციები, წყალსამეურნეო და წყლის მართვის სამსახური, ჰიდრომეტეოროლოგიის, სოფლის მეურნეობის, მშენებლობისა და გარემოს მონიტორინგის სამსახურები, საავიაციო და საპორტო ინფრასტრუქტურა, ნავთობტერმი-ნალები, რეკრეაციული სფერო, რეგიონული და საერთაშორისო ჰიდროლოგიური, მეტეო-როლოგიური პროგრამები, პროექტები და ორგანიზაციები. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები.