Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon
    „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 07 მაისის №31 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის“ N დანართის  მე-5 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებისა, უნივერსიტეტის რექტორის  2015 წლის 8 იანვრისნ N01/01-01 ბრძანების „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ და უნივერსიტეტის რექტორის 2015 წლის 8 იანვრის N02/01-01 „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ საფუძველზე,

    ვბრძანებ:

    1. დამტკიცდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატი შემდეგი შემადგენლობით:
      1) თამარ მოკვერაშვილი  –   აპარატის უფროსი
      2) ხატია ხატიაშვილი  –  უფროსი სპეციალისტი
      3) ლევან ჟორჟოლიანი – უფროსი სპეციალისტი (იურისტ-კონსულტანტი) .
    2. საკონკურსო დოკუმენტები დადგენილი წესის შესაბამისად მიიღება 2015 წლის 9 თებერვლიდან  2015 წლის 13 თებერვლის ჩათვლით,  09:30 -დან 18:00 საათამდე, ყოველდღე,   შაბათ-კვირის  გარდა, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში. მისამართი: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზირი  №1(თსუ-ს I კორპუსი), II სართული, ოთახი  №207.
    3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნება დაევალოს კანცელარიას.
    4. ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება  დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
    5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
    ფაკულტეტის დეკანი                                / დარეჯან თვალთვაძე/