ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკად. შოთა ძიძიგურის სახელობის ბასკოლოგიის ცენტრი და თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების ს/ს ინსტიტუტი 2023 წლის 24 ივლისი გამართავენ აკად. შოთა ძიძიგურის ხსოვნისადმი მიძღვნილ პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენციას. თეზისების გადმოგზავნის ბოლო ვადაა 2023 წლის 10 ივნისი.
საკონტაქტო ელ. ფოსტა: irina.nozadze@tsu.ge
საკონტაქტო პირი: ირინა ნოზაძე
კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება – 15 წუთი.
მსჯელობა – 5 წუთი.
კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: მოხსენება.
თეზისების გაფორმების წესი იხ. დანართში.