(ეძღვნება პროფესორ თენგიზ კიკაჩეიშვილის ხსოვნას)
10-11 ოქტომბერი, 2023 წელი
ახალგაზრდა მეცნიერთა სემინარის ორგანიზატორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თეორიული და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი.
ხელმძღვანელი - პროფესორი ირმა რატიანი.
პროფესორ თენგიზ კიკაჩეიშვილისადმი მიძღვნილი ახალგაზრდა მეცნიერთა სემინარი დაფუძნდა 2021 წელს და ტარდება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ. ის თემატურია და ეძღვნება თანამედროვე ლიტერატურათმცოდნეობით გამოწვევებს.
სემინარში მონაწილეობისათვის ვიწვევთ: სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის, ასევე საბაკალავრო საფეხურის მე-4 კურსის სტუდენტებს.
2023 წელს სემინარის თემაა: პორტრეტის ფუნქცია მხატვრულ ტექსტში.
აღნიშნული თემის ფარგლებში, იმუშავებს შემდეგი სექციები:
- პორტრეტის გენეზისის საკითხისათვის (ფერწერა და ლიტერატურა);
- პორტრეტი, როგორც სიუჟეტის/ექსპოზიციის ნაწილი;
- პორტრეტი, როგორც მხატვრული სახე;
- პორტრეტი თანამედროვე მწერლობაში;
შევსებული სარეგისტრაციო ფორმა და მოხსენების თეზისი გამოგზავნეთ 2023 წლის 24 აპრილიდან 23 ივნისამდე ელ. მისამართზე: info.youthseminar@gmail.com
თეზისის მოცულობა 200-250 სიტყვა. შრიფტი Sylfaen, ზომა – 11, ინტერვალი – 1.5;
სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ თანდართულ დოკუმენტად.
მოხსენებათა თეზისებს შეარჩევს სემინარის სამეცნიერო საბჭო. შედეგების შეტყობინების ბოლო ვადაა - 2021 წლის 14 ივლისი.
შერჩეული მონაწილეები თავისუფალნი არიან სარეგისტრაციო გადასახადისაგან.
ქვეყნის რეგიონებში მცხოვრებ სტუდენტებს, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ სემინარის მუშაობაში ჩაერთონ ონლაინ ფორმატის საშუალებით.
სემინარის სამეცნიერო საბჭო:
პროფ. ირმა რატიანი
პროფ. ნანა გაფრინდაშვილი
ასოც. პროფ. გაგა ლომიძე
ასოც. პროფ. ეკატერინე ნავროზაშვილი
ასისტ. პროფ. ანა ლეთოდიანი (პროექტის კოორდინატორი)
ასისტ. პროფ. სოლომონ ტაბუცაძე
ფ. დ. ირაკლი ხვედელიძე
სემინარის საორგანიზაციო კომიტეტი:
თეა თალაკვაძე
გუბაზ ლეთოდიანი
ლილი მეტრეველი
თათია ობოლაძე
ნინო მალუტაშვილი
არჩილ წერედიანი
მარიამ გიორგაშვილი
ირინა კომახიძე
სემინარის სამეცნიერო საბჭოს მიერ საუკეთესოდ მიჩნეული მოხსენებები დაიბეჭდება ელექტრონულ ჟურნალში - „სტუდენტური კვლევები“, აგრეთვე, რიგ მოხსენებებს რეკომენდაცია მიეცემათ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის პრესტიჟულ გამოცემებში - „კრიტიკა“, „ლიტერატურული ძიებანი“, და „Litinfo“ (ინგლისურენოვანი ონლაინ ჟურნალი).