საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დამამთავრებელი კურსის სტუდენტები მიმდინარე სემესტრში ვალდებულნი არიან პროგრამა Turnitin-ის გამოყენებით შეამოწმონ საკუთარი საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომები პლაგიატზე. Turnitin-ის პროგრამით ნაშრომის პლაგიატზე შემოწმების დეტალური ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.
საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომების ატვირთვის თარიღები 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის:
საბაკალავრო ნაშრომები - 2022 წლის 20 ივნისი, 23.59სთ.-მდე;
სამაგისტრო ნაშრომები - 2022 წლის 11 ივლისი, 23.59სთ.-მდე;
სადოქტორო ნაშრომები - 2022 წლის 20 ივლისი, 23.59სთ.-მდე.