Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    კონკურსი „ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლა – 2025-ის“ მონაწილეთა შესარჩევად

    თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი აცხადებს კონკურსს „ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლა – 2025-ის“ მონაწილეთა შესარჩევად

     

    „ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლის“ მიზანია ქართველოლოგიით დაინტერესებული ახალგაზრდა კადრების მოზიდვა, მათი ცოდნის გაღრმავება და პროფესიული უნარების განვითარება.

    პროექტში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შექმნან სამეცნიერო ან მიმოხილვითი ხასიათის ნაშრომი ქართული ლიტერატურის მიმართულებით და ელექტრონული ვერსია მიაწოდონ საორგანიზაციო ჯგუფს .

    (სასურველია ნაშრომი იყოს არაუმეტეს 6 ნაბეჭდი გვერდისა: შრიფტი – sylfaen; ზომა – 12; სტრიქონებს შორის დაშორება – 1)

    პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ საუნივერსიტეტო სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტებსა (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) და XI-XII კლასის მოსწავლეებს.

    საკონკურსო ნაშრომები უნდა წარმოადგინოთ არაუგვიანეს 10 თებერვლისა ელექტრონულ მისამართზე: zamtrisskola@gmail.com

    გისურვებთ წარმატებას!

    თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის
    ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი