მესამე სამეცნიერო კონფერენცია „ტექსტი და მისი ინტერპრეტაცია“, ეძღვნება პროფ. მიხეილ კვესელავას ხსოვნას
  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ს/ს ინსტიტუტი 2025 წლის 27 ივნისს ატარებს ყოველწლიურ, რიგით მესამე კონფერენციას:
ტექსტი და მისი ინტერპრეტაცია
კონფერენცია ეძღვნება პროფ. მიხეილ კვესელავას ხსოვნას.
კონფერენცია მიესალმება მოხსენებებს, რომლებიც შეეხება:
- ტექსტის ინტერპრეტაცია ლიტერატურათმცოდნეობაში;
 - ტექსტის ინტერპრეტაცია სხვა მწერლების ნაწარმოებებში;
 - ტექსტის ინტერპრეტაცია ხელოვნების სხვადასხვა დარგში (თეატრი, კინემატოგრაფი, ბალეტი და სხვ.);
 - თარგმანი, როგორც ტექსტის ინტერპრეტაცია;
 - ტესტის ლინგვო-სტილისტური ინტერპრეტაცია.
 
თეზისების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2025 წლის 1 ივნისი.
თეზისების გაფორმების წესი, გთხოვთ იხილოთ დანართში.
საკონტაქტო ელ. ფოსტა: textandinterpretation@gmail.com
შერჩეული მოხსენებები გამოქვეყნდება რეცენზირებად ონლაინ ჟურნალში ,,ტექსტი და ინტერპრეტაცია.’’