9-11 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის ს/ს ინსტიტუტი, მსოფლიო ისტორიის ს/ს ინსტიტუტის ძველი მსოფლიოს ისტორიის კათედრა და ისრაელის ცენტრი გამართავენ საქართველოს ეროვნული აკადემიის წ.კ. გურამ ლორთქიფანიძის დაბადებიდან 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „კულტურულ-საისტორიო ძიებანი“.
დამატებითი ინფორმაცია იხ. მოსაწვევსა და კონფერენციის პროგრამაში.