ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ს/ს ინსტიტუტის ინიციატივით 2022 წლის 20-21 ივნისს 16:00-ზე, თსუ I კორპუსის 304-ე და 306-ე აუდიტორიებში გაიმართება სტუდენტური კავკასიოლოგიური სამეცნიერო კონფერენცია.
სამუშაო ენა: ქართული, რუსული, ინგლისური
კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება — 15 წუთი;
მსჯელობა — 5 წუთი
კონფერენციის მონაწილეებს ონლაინ ჩართვის შესაძლებლობაც ექნებათ.
სამეცნიერო ხელმძღვანელების დასწრება სავალდებულოა.
სტუდენტური კონფერენციის ორგკომიტეტი.