Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    საგაზაფხულო სკოლა - პირველად იყო სიტყვა

    ყოველწლიურად აპრილის თვეში, ძველი ენების პოპულარიზაციის მიზნით, პარიზის კავკასიის ევროპული სახლი მართავს მეცნიერულ-შემეცნებით შეხვედრებს  სახელწოდებით: პირველად იყო სიტყვა !

    10-14 აპრილს, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვიზუალური ხელოვნების ს/ს ინსტიტუტის თანაორგანიზატორობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მოსწავლე ახალგაზრდებისა და პედაგოგების ჩართულობით იგეგმება საგაზაფხულო სკოლა, რომელიც ითვალისწინებს  :

    (1)- ქართული ზეპირსიტყვიერებით შემონახული სიტყვების გარშემო:

    ა. ლიტერატურული, შემეცნებითი, მოქალაქეობრივი ან ბიოგრაფიული ჟანრის ერთგვერდიანი ესეს დაწერას;

    ბ. A4 ქაღალდის ფორმატზე გრაფიკული ჩანახატის შესრულებას;

    გ. ერთი ან რამდენიმე ახალგაზრდის მიერ ვიდეორგოლის ჩაწერას.

    (2)- ვიზუალური ხელოვნების პერფორმანსის მოწყობას უნივერსიტეტის ეზოში

                    ძველი დამწერლობების წარმოჩენა-პოპულარიზაციის მიზნით.

    საგაზაფხულო სკოლა შეეცდება უპასუხოს ცნობისმოყვარე საზოგადობის შეკითხვას: როგორ იწერებოდა პირველი სიტყვები ? !

    საგაზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველემა პირებმა უნდა შეავსონ კითხვარი და არა უგვიანეს 2025 წლის 19 მარტისა გამოაგზავნონ ელექტრონული ფოსტით მისამართზე: ecaucasushouse@yahoo.com

    მონაწილეებთან პირველი შეხვედრა გაიმართება 26 მარტს, ვიზუალური ხელოვნების კათედრაზე.

    იხ. სააპლიკაციო ფორმა