Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის დოქტორანტურაში მიღების ვადები

    განისაზღვრა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის დოქტორანტურაში მიღების ვადები:

    ა) დოკუმენტაციის მიღება - 30 აგვისტო - 6 სექტემბერი;

    ბ) გამოცდა უცხო ენაში - 9 სექტემბერი;

    გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 11 სექტემბერი 13:00 საათამდე;

    დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება -11 სექტემბერი;

    ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 12 სექტემბერი;

    ვ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი, იმ საგანმანათლებლო პროგრამების კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ სპეციალობის გამოცდის ჩაბარება)– 13 სექტემბერი;

    ზ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 14 სექტემბერი;

    თ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 16 სექტემბერი 13:00 საათამდე;

    ი) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 17 სექტემბერი;

    კ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება - 17-19 სექტემბერი;

    ლ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები - 20 სექტემბერი;

    მ) ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან -23-24 სექტემბერი;

    ნ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის დოქტორანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 25 სექტემბერი;

     

    თსუ-ს ფაკულტეტების მიმღებ კომისიებში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

    ა) განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე;

    ბ) განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);

    გ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2024 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);

    დ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი დოკუმენტი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);

    ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

    ვ) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;

    ზ) სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა;

    თ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

    ი) ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

    კ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

    ლ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

    მ) ფოტოსურათი (3X4) – 2 ცალი;

    ნ) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამა

     

    დაწვრილებით იხილეთ რექტორის ბრძანება