Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    იურიდიულ ფაკულტეტზე 2024-2025 ს/წ გაზაფხულის სემესტრის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების შესახებ

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე 2024-2025 ს/წ გაზაფხულის სემესტრის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციისათვის დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2025 წლის 31 მარტიდან 31 მაისის ჩათვლით.

     

    ამავე ვადაში, კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა საკონფერენციო ნაშრომი უნდა ატვირთოს “E-Learning”-ის სასწავლო ბაზაში, პროგრამა “Turnitin”-ის გამოყენებით პლაგიატზე შემდგომი შემოწმების მიზნით (იხ. “Turnitin”-ის პროგრამის გამოყენების ვიდეოგაკვეთილი და ნაშრომის Turnitin-ზე შემოწმების სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის. 

    შენიშვნა: ორ სხვადასხვა სექციაში მოხსენების წარმოდგენის შემთხვევაში, ერთ-ერთი ნაშრომი უნდა აიტვირთოს „ნაშრომის პლაგიატზე შემოწმება კონფერენციისთვის - საბოლოო ვერსიაში“, ხოლო, მეორე კი, „ნაშრომის პლაგიატზე შემოწმება მაგისტრატურისთვის - საბოლოო ვერსიაში“.

     

    კონფერენციის ჩატარება იგეგმება ივნისის განმავლობაში.

     

    დეტალური ინფორმაციისათვის იხ. სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების წესის შესახებ რეგლამენტი.

     

    თსუ იურიდიული ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახური

     

    საკონტაქტო ელფოსტა: lawconference@tsu.ge