Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    სამძიმრის წერილი პროფესორი ოთარ გამყრელიძის გარდაცვალების გამო

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ოთარ გამყრელიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს და ახლობლებს.

    ბატონი ოთარი იმ რჩეულ მეცნიერთა რიცხვს  მიეკუთვნება, რომლებმაც ქართული სისხლის სამართლის მეცნიერებაში წარუშლელი კვალი დატოვეს. ის მთელი ცხოვრების მანძილზე დაუღალავად ემსახურებოდა ქართული სისხლის სამართლის სკოლის განვითარებას ევროპული სისხლის სამართლის მეცნიერების კვალდაკვალ. ბატონი ოთარი არა მხოლოდ ცნობილი მეცნიერი, არამეც ცნობილი პრაქტიკოსი იურისტი გახლდათ. ის მეცნიერული კვლევების პარალელურად, წლების მანძილზე  საადვოკატო საქმიანობასაც ეწეოდა.  მან არაერთი თაობის მეცნიერ-მკვლევარი  და პრაქტიკოსი იურისტი აღზარდა. ის თავისი პროფესიონალიზმის და განსაკუთრებული პიროვნული თვისებების გამო ყოველთვის დიდი სიყვარულით და პატივისცემით სარგებლობდა  საზოგადოებაში. ბატონი ოთარის გარდაცვალება ძალიან დიდი დანაკლისია ქართული იურიდიული საზოგადოებისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის.