საჯარო ლექცია სტუდენტებთან ჩატარდება 10 ნოემბერს 18:00 საათზე;
მის: თბილისში, ტერმინალში (ვაკე, ირაკლი აბაშიძის 34).
საჯარო ლექციას წარმართავს საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ქალბატონი სალომე შენგელია.
შეხვედრის თემატიკა:
• ქალთა მიმართ გენდერული ძალადობა;
• ოჯახში ძალადობა;
• ფემიციდი-ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი მკვლელობები;
• პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებები, მიღწევები, გამოწვევები;
• პრაქტიკული ასპექტები.
საჯარო ლექციას დაესწრება სარეგისტრაციო ლინკზე რეგისტრირებული პირველი 50 სტუდენტი.
გთხოვთ, რეგისტრირების შემთხვევაში აუცილებლად დაესწროთ საჯარო ლექციას, რადგან ადგილები შეზღუდულია და მნიშვნელოვანია რეგისტრირებულ მონაწილეთა დასწრება.
საკონტაქტო ელ-ფოსტა:
irakli.leonidze@tsu.ge