Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ტრენერთა ტრენინგი ,,სექსუალური შევიწროების აკრძალვა და პრევენციის მექანიზმები - ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა და საუნივერსიტეტო პოლიტიკა“. 

 

2021 წლის 5 აგვისტოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტის“ ხელშეწყობით ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი ,,სექსუალური შევიწროების აკრძალვა და პრევენციის მექანიზმები - ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა და საუნივერსიტეტო პოლიტიკა“. 


ტრენინგში წარმატებით მონაწილეობდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიუდიული ფაკულტეტის, თბილისის ღია უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები, ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და დოქტორანტურის საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტები (27 მონაწილე).


ტრენინგი ჩატარდა ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკისა და მარეგულირებელი ჩარჩოს სრულყოფის პროექტის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტისა“ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ერთობლივი თანამშრომლობით 2020 წლის 16 ივლისიდან 2021 წლის 15 აგვისტომდე. 


ტრენინგს უძღვებოდა სსიპ პარლამენტის კვლევითი ცენტრის მთავარი მკვლევარი იურიდიული და ადამიანის უფლებების მიმართულებით - მარიამ გაიპარაშვილი.