geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საბაკალავრო ნაშრომის სააპელაციო კომისიის შექმნის შესახებ

 

 

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის

დეკანის  ბრძანება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  საბაკალავრო ნაშრომის სააპელაციო კომისიის შექმნის შესახებ. საბაკალავრო პროგრამის -,,პოლიტიკის მეცნიერება“ - სტუდენტის ხარშილაძე ნოდარის 2026 წლის 22 ივლისის  #12723/30 განცხადების საფუძველზე

ვბრძანებ:

 

1. შეიქმნას სტუდენტ ხარშილაძე ნოდარის  საბაკალავრო ნაშრომის  შემფასებელი კომისია  შემდეგი შემადგენლობით:

მალხაზ მაცაბერიძე - პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;

თამარ ქარაია - ასოცირებული პროფესორი;  

ელენე გელაშვილი - მოწვეული პედაგოგი, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი.

 

2. კომისიამ სტუდენტების საბაკალავრო ნაშრომი შეაფასოს ბრძანების გამოქვეყნებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

 

3. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა.

 

4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.