ცხადდება კონკურსი აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებისთვის კაროლი გასპარისა და ეტვოშ ლორანდის უნივერსიტეტებში (უნგრეთი), ისევე როგორც გრანადას უნივერსიტეტში (ესპანეთი) ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად!
!!! ფიზიკური მობილობის განხორციელება დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საქართველოსა და ევრიპაში, ასევე მიმღებ ქვეყანაში შესვლასთან და დარჩენასთან დაკავშირებულ რეგულაციაზე
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
1. კაროლი გასპარის უნივერსიტეტის შემთხვევაში - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის მიმართულების აკადემიურ პერსონალს;
- მობილობის პერიოდი: 2022-2023 წლის გაზაფხულის სემესტრი
2. ეტვოშ ლორანდის უნივერსიტეტის შემთხვევაში - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის მიმართულების აკადემიურ პერსონალს
- მობილობის პერიოდი: 2023-2024 წლის შემოდგომის სემესტრი
3. გრანადას უნივერსიტეტის შემთხვევაში - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ესპანური ფილოლოგიის აკადემიურ პერსონალს
- მობილობის პერიოდი: 2022-2023 წლის გაზაფხულის სემესტრი (არაუგვიანეს 2023 წლის 30 ივლისისა)
კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი, იხილეთ აქ.