ცხადდება კონკურსი თსუ-ს ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის ლიმერიკის უნივერსიტეტში (ირლანდია) ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად!
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის შემდეგი მიმართულების სტუდენტებს: ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა, კომპიუტერული მეცნიერებები, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, სოციოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერებები, ჟურნალისტიკა, ინგლისური ფილოლოგია, ისტორია, იურიდიული, ფსიქოლოგია.
მობილობის პერიოდი: 2024 წლის შემოდგომის სემესტრი
კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი, იხილეთ აქ.