ცხადდება კონკურსი თსუ-ს ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის მარტინ ლუთერის სახელობის ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტი (გერმანია) ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის შემდეგი საფეხურის სუდენტებს, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ან გერმანულ ენას:
- ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე სემესტრის სტუდენტები;
- მაგისტრატურის საფეხურის მეორე სემესტრის სტუდენტები;
ინგლისურენოვანი კურსების ჩამონათვალი:
- International Commercial Arbitration Law (5 ECTS),
- International Dispute Settlement (5 ECTS),
- European and German Competition Law (5 ECTS),
- Introduction to German and European Private Law (5 ECTS),
- Introduction to German and European Public Law (5 ECTS),
- International Human Rights Protection (5 ECTS)
სასწავლო კურსების სრული ჩამონათვალი გერმანულენოვანი/ინგლისურენოვანი იხილეთ აქ
მობილობის პერიოდი: 2024/2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი (4 თვე)
შენიშვნა:
- სტიპენდია გაიცემა მხოლოდ 4 თვე (აპრილი - ივლისი);
- ქვეყანაში შესვლისათვის, აუცილებელია ეროვნული ვიზის ფლობა!
მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
გასაუბრება წინასწარი შერჩევის მიზნით ჩატარდება დასწრებულ ფორმატში მ/წ 10 მარტს (ორშაბათი) 09:30 საათიდან.
გასაუბრებების დრო ინდივიდუალურად დაეგზავნება ყველა აპლიკანტს პორტალზე [mobility.tsu.ge] რეგისტრაციისას თქვენს მიერ მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე!
კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი, იხილეთ აქ.