ცხადდება კონკურსი ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინასებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიის მოსაპოვებლად
წმინდა კირილეს და მეთოდეს სახელობის უნივერსიტეტი ველიკო ტარნოვოში (ბულგარეთი)
სამიზნე ჯგუფი
- სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის/სამსახურის თანამშრომლები (ცენტრალურ ან/და საფაკულტეტო დონეზე)
- ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლები (ცენტრალურ ან/და საფაკულტეტო დონეზე)
მობილობის ენა: ინგლისური
მობილობის განხორციელების ვადა: 2024/25 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი მიზანი მონაწილეობა პერსონალის საერთაშორისო კვირეულში (7-11 აპრილი, 2025წ.)
მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე
ნომინანტთა შესარჩევი პროცესი:
- სააპლიკაციო დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
- გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
- საბოლოო შერჩევა (მასპინძელი უნივერსიტეტი)
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
- პასპორტის ასლი;
- ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე);
- საფაკულეტო დონის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის შემთხვევაში, რეკომენდაციის წერილი (ინგლისურ ენაზე), რომელიც გაცემული უნდა იყოს ფაკულტეტის დეკანის მიერ
- CV ინგლისურ ენაზე;
- შევსებული სამუშაო გეგმა ინგლისურ ენაზე (დანართი 1), რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს იმ ერთეულის ხელმძღვანელის მიერ (საფაკულეტო დონის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის შემთხვევაში, დეკანი), სადაც აპლიკანტია დასაქმებული. კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებული
რელევანტური მიმართულების ადმინისტრაციულმა პერსონალმა სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) უნდა გამოგზავნოს ელ-ფოსტაზე outgoingmobility@tsu.ge მიმდინარე წლის 14 მარტის 14:00 საათამდე (თბილისის დროით)!
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გამოგზავნილი განაცხადის შეცვლა ან/და ატვირთული დოკუმენტ(ებ)ის გამოცვლა შეუძლებელია.
კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს ელფოსტაზე outgoingmobility@tsu.ge